Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების აკადემიის დახურვის ღონისძიება გაიმართა

თარიღი : 20-06-2019, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის ისტორიული მუზეუმის ეზოში, პროექტის „ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების აკადემიის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

საუკეთესო შედეგის მქონე მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს ნინო გედენიძეს საჩუქრად პლანშეტი, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

მონაწილეებს სერტიფიკატები პროექტის ხელმძღვანელმა, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ბახტაძემ და მერის მოადგილე მანანა გოფოძემ გადასცეს.

პროექტში ჩართული იყვნენ ხონის სხვადასხვა სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გაიარეს სამთვიანი კურსი არაფორმალურ განათლებაში.

სალექციო კურსი მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების ხელშეწყობას შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში პარტნიორები იყვნენ: თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობა.


ნანახია: 338-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარკომანიის და შიდსის თემაზე, როგორც ნეგატიურ, გლობალურ და აქტუალურ პრობლემაზე ვიდეორგოლები გადაიღეს,
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
სპორტული ღონისძიება 6 მაისს, გიორგობას იგეგმება.
პროექტის ფარგლებში ხუთი ტრენინგი ჩატარდა და ახალგაზრდები გაეცნენ აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების სპეციფიკის, საარჩევნო და

ამინდი