Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი შენგელია: არ არის მარტივი ხედავდე რუსეთის დუმის დეპუტატს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღებ ადგილზე

თარიღი : 20-06-2019, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარე ღონისძიებაში რუსი დეპუტატის მონაწილეობას სამწუხაროს უწოდებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

"რეალობა არის სამწუხარო! არ არის მარტივი ხედავდე რუსეთის დუმის დეპუტატს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიმღებ ადგილზე. ამ ფაქტის დაგმობა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა,"- ამბობს შენგელია.

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებაში რუსი დეპუტატების, განსაკუთრებით კი ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი.

პარლამენტში ასევე პროტესტის გამოსახატავად იმყოფებიან სამოქალაქო პირები, რომლებიც ასევე გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით.






ნანახია: 252-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი ამ ნაბიჯით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამინდი