Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაგრატის ტაძარში მეუფე კალისტრატეს პანაშვიდი მიმდინარეობს

თარიღი : 20-06-2019, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთათელ გაინათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ცხედარია დასვენებული.

საკათედრო ტაძარში შეკრებილი სასულიერო პირების თქმით, მეუფე კალისტრატეს ბაგრატის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

სამღვდელოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის დაკრძალავენ მეუფეს და აღნიშნავენ, რომ საკითხი ილია მეორეს გადასაწყვეტია.

„ველოდებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, არ ვიცით როდის მოხდება მეუფის დაკრძალვა, თუმცა ვიცი, რომ ეს აუცილებლად ბაგრატის ტაძარში მოხდება. დაკრძალვის დღეს აუცილებლად ჩამოვა უწმინდესი და უნეტარესი და სწორედ მის ჩამობრძანების შემდეგ გადაწყდება დაკრძალვის ცერემონიალი“, - განაცხადეს სასულიერო პირებმა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილი იყო. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში ეპისკოპოსად აკურთხეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1983 წლიდან მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.


ნანახია: 1084-ჯერ

მსგავსი სიახლეები