Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეფუტკრეებისთვის ხონში ტრენინგი ჩატარდა

თარიღი : 19-06-2019, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2019 წლის 7 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით ხონის მუნიციპალიტეტში, გოგი ლაკვეხელიანის საფუტკრეში ჩატარდა ტრენინგები მეფუტკრეობაში. 7-დღიანი სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომელსაც 18 მცირე და საშუალო ზომის მეფუტკრე დაესწრო ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ (People In Need - PIN) მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვეყანაში მეფუტკრეობის პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა, წარმოებასა და გადამუშავებაში მოწინავე პრაქტიკის და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ფუტკრის პროდუქტების მოცულობისა და ღირებულების ზრდას.

პროექტი ხორციელდება შემდეგ სამიზნე რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია.

პროექტის შემდეგ ეტაპზე, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება ივლისის თვეში.


ნანახია: 584-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია აქტიურ საქმიანობას განაგრძობს.
მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს.
RICDOG-ი მცირე ბიზნესითა და მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროექტს იწყებს.
'საქართველოში სოციალური სერვისი ერთჯერადი ფულადი დახმარებებით შემოიფარგლება.'

ამინდი