Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ავტომშენებლის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 4 ოჯახს, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

თარიღი : 18-06-2019, 20:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახს, ქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებს. ასევე, მერია დაფარავს სასტუმროს ხარჯებს იმ ერთი ოჯახისთვის, რომელმაც ერთი დღით სასტუმროში გადაიყვანის სურვილი გამოთქვა, ვიდრე საცხოვრებელ ფართს მოაწესრიგებს.

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებული ოჯახისთვის კარ-ფანჯრების შეკეთების და აღდგენის ხარჯებს ქუთაისის მერია დაფარავს.

ცნობისთვის, ავტომშენებლის 14 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა. მომხდარის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინფორმაციით, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძრის ლოკალიზებას 30-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. კორპუსიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.


ნანახია: 323-ჯერ

მსგავსი სიახლეები
​ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის შედეგად, მოქალაქე დავით ასათიანის საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ოთხსართულიანი საცხოვრებელი

ამინდი