Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

თარიღი : 18-06-2019, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქცია 18 ივნისს, ცენტრალურ მოედანზე, ე.წ. სვეტებთან 19:00 საათზეა ჩანიშნული.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ლგბპ პროპაგანდას და თვლიან, რომ მსგავსი რამ საჯარო სივრცეში არ უნდა ხდებოდეს.

ცნობისთვის, 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეულის გამართვას იგეგმება. ღონისძიების ინიციატორია ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი ღონისძიება: 1) სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს; 2) საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საქართველოში ლგბტ თემის მდგომარეობაზე ისაუბრებენ და ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკას მიმოიხილავენ; 3) მესამე ღონისძიება არის “ღირსების მარში”, რომელიც 23 ივნისს ჩატარდება და მისი ფორმა “არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება” – ნათქვამია განცხადებაში; 4) კვირეულს დაასრულებს დახურული პრაიდ-ფართი.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების მიზეზით, ლგბტ პრაიდის გამართვაზე შსს-მ ორგანიზატორებს უარი უთხრა.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 12 ივნისს საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია 'იდენტობის' წევრმა თამარა რაზმაძემ განუცხადა.

ამინდი