Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხელვაჩაურში ტაქსი აუყვანია, ბენზინი უყიდია, ქუთაისში რომ ჩამოსულა, სახლში ასულა და ცეცხლი წაუკიდებია,'- რა გახდა ქუთაისში 7 ადამიანის დაშავების მიზეზი

თარიღი : 18-06-2019, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ავტომშენებლის 14 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა. მომხდარის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის ინფორმაციით, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძრის ლოკალიზებას 30-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. კორპუსიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია და მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, ოჯახი, სადაც აფეთქება მოხდა, მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

"წლებია აქ არ ყოფილა ეს ოჯახი. ხანძარი ოჯახის შვილმა გააჩინა, რომელიც მოსკოვში ციხეში იჯდა და ციხიდან ახალი გამოსულია. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ეს ბიჭი აჭარაში ყოფილა. ხელვაჩაურში აუყვანია ტაქსი, უყიდია ორი ექსვლიტრიანით წყალი, გზაში გადაუღვრია და წყლის ნაცვლად ჭურჭელში ბენზინი ჩაუსხამს. ტაქსს აქ რომ მოუყვანია, უთქვამს, ფულს არ მაძლევო? უპახუსია: ზევით ავალ, ოჯახის წევრებს დაველაპარაკები და ჩამოვალო. აფეთქებამდე ხმაური იყო, ეხვეწებოდნენ, არ გააკეთოო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს ამ ბიჭს, დედა ჰყავს. სახლში დედასთან ერთად, ნათესავები ყოფილან. ყველა დაკითხვაზე ჰყავთ წაყვანილი. კონფლიქტის მიზეზი რა გახდა, მეტი არავინ არაფერი იცის,"- განუცხადეს სააგენტოს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ქუთაისის მერის განცხადებით მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.


ნანახია: 1976-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გუგუნავას 12 ნომერში, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოადგილეებთან ერთად მოინახულა.

ამინდი