Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გასაყიდად გამოტანილ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება

თარიღი : 17-06-2019, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას განაგრძობს. დედაქალაქსა და რეგიონებში სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ყველაზე ხშირად მოხმარებადი ხილისა და ბოსტნეულის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა.

შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაისიდან ატარებს.

მაის-ივნისის მონაცემებით, საქართველოს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება.


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში,
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ბრონქული ასთმითა და ფილტვების სხვა პათოლოგიით დაავადებული 2,5 ათასი
ექსპერიმენტის საფუძველზე სპეციალისტები გვირჩევენ ბოსტნეული ზეითუნის ზეთში შევწვათ და უარი ვთქვათ ხარშვაზე.
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე

ამინდი