Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჭიათურის მაღალჩინოსნები და ჭიათურის დეპუტატი იმ კომპანიას ლობირებენ, რომლის საკვები მაღაროელებმა დაიწუნეს,'- როგორ მიმდინარეობს მაღაროელთა კვებაზე პასუხისმგებელი კომპანიის შერჩევა ჭიათურაში

თარიღი : 17-06-2019, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში, მაღაროელთა გაფიცვის დროს წამოჭრილ ერთ-ერთ მოთხოვნას მათი სათანადო კვება წარმოადგენდა. მაღაროთა მმართველმა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა.

ორგანიზაცია "მომავლის ჭიათურას" ხელმძღვანელი ნოდარ ჩაჩანიძე აცხადებს, რომ ჭიათურელი მაღალჩინოსნები იმ კომპანიას ლობირებენ, რომლის მიერ წარმოდგენილ საკვებ პროდუქტებს მაღაროელებმა უარყოფითი შეფასება მისცეს.

"როგორც იცით, გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო უკეთესი კვება. ჭიათურაში აქციების შედეგად, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" და სახელმწიფომ, რომელმაც შუამავლის როლი იკისრა, აიღო ვალდებულება, რომ ეს საკითხი მოგვარდებოდა. როგორ "აგვარებენ" ამაზე მინდა დავწერო...

"ჯორჯიან მანგანეზმა" ხელშეკრულება შეუწყვიტა კომპანიას, რომელიც პაუხისმგებელი იყო მაღაროელების კვებაზე და დაიწყო ახალი კომპანიის მოძიება. გამოცხადდა ახალი ტენდერი (კონკურსი). კონკურსში მონაწილე ათამდე კომპანიამ მოაწყო საკვების საჯარო დეგუსტაციაც, რასაც მაღაროელებიც ესწრებოდნენ. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და კომპანიები შეფასდნენ შესაბამისი ქულებით. თითქოს ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ხდება...

ამ ეტაპზე უკვე ოფიციალურად გამოიკვეთა სამი ფავორიტი კომპანია და საინტერესოა, რომ მათ შორისაა ერთ-ერთი, რომელსაც მაღაროელებმა აშკარად უარყოფითი შეფასება მისცეს. საქმე ისაა, რომ ჭიათურის მაღალჩინოსნებმა პირდაპირ დაიწყეს ჩარევა ამ პროცესში და ლობირებენ მათთვის სასურველ კომპანიას. მერე რა, რომ სხვებთან შედარებით უარესი ვარიანტია და უარესი საკვებია...

ჭიათურის მაღალჩინოსნები და მათ შორის ჭიათურის დეპუტატი თვლიან, რომ მშვენივრად გაართვეს თავი "მაღაროელების გაფიცვის პროცესს" და თავს უფლებას აძლევენ ასე მოიქცნენ. ისინი "ჯორჯიან მანგანეზისგან" ითხოვენ, რომ კონკურსში აუცილებლად მათთვის სასურველმა კომპანიამ გაიმარჯვოს... მერიის შენობაში კიდევ ერთხელ დაიბარეს მაღაროელები, მათ შორის ისინიც, ვინც დეგუსტაციისას მაღალჩინოსნების ფავორიტი კომპანია დაიწუნეს და აუხსნეს, რომ ნებისმიერი კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, თავად იქნებიან პასუხისმგებელი მის კონტროლზე და სთხოვეს, რომ მათ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოხატონ,"- ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ მაღაროელთა კვებაზე პასუხისმგებელი კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი მიმდინარეობს და გამარჯვებული შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებენ.

"მოგახსენებთ, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლებისთვის კვების ახალი კომპანიის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე განაცხადი შემოვიდა, რომლის განხილვაც ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, კონკურსში გამარჯვებული არცერთი კომპანია გამოვლენილა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციას უპირატესობა მიანიჭა, სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ კვების ახალი, გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს - მას შემდეგ, რაც კონკურსი დასრულდება,"- განუცხადეს Topnews.com.ge-ს "ჯორჯიან მანგანეზის" პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ხელფასების მატების, სამუშაო და კვებითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ჭიათურელი მაღაროელები მიმდინარე წლის მაისში გაიფიცნენ. 11-დღიანი გაფიცვა მაღაროელებსა და კომპანიას შორის შეთანხმებით დასრულდა.


ნანახია: 314-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების გამოკვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივიან.
რა გახდა დაგეგმილი გაფიცვის ჩაშლის მიზეზი?
ხანძრის ჩაქრობის პროცესში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში არსებული სახანძრო ავტომანქანა და კომპანიის 4

ამინდი