Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ქონებას ფლობს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე

თარიღი : 17-06-2019, 12:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. სააგენტო ამჯერად იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

ზვიად შალამბერიძის ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 მაისს აქვს შევსებული. პირველ ვიცე-გუბერნატორს მეუღლე-ეკა შალამბერიძე და სამი შვილი -გვანცა, ნინო და ალექსანდრე შალამბერიძეები ჰყავს.

დეკლარაციაში ზვიად შალამბერიძის საკუთრებად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე 48 კვ.მ. ფართობის ბინა და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილია მითითებული.

დეკლარაციის თანახმად, ვიცე-გუბერნატორის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არც ძვირფასი საჩუქრები აქვთ მიღებული.

ცნობისთვის, ზვიად შალამბერიძე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის 25 მარტიდან იკავებს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ის კურირებას უწევს: ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები.

ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს ,,ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.

ზვიად შალამბერიძემ აღნიშნულ პოსტზე გრიგოლ დალაქიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ნანახია: 660-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად ქუთაისის მერის
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ამჯერად ქუთაისის მერის,
ერთი წლის განმავლობაში ბექა ყანჩელის გასავალი (ქველმოქმედება) 23260 ლარის ტოლია
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენას აგრძელებს.

ამინდი