Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სუნთქვის უკანაკნელ შესაძლებლობას გვისპობთ?,'- ჭიათურაში ასწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ

თარიღი : 16-06-2019, 20:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტელეწამყვანი გიორგი კასრაძე ჭიათურაში, ასწლოვანი ხეების მოჭრს აპროტესტებს. მისი თქმით, ასწლოვანი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბაგიროს ბაგირების გაჭიმვის მიზნით მიიღო.

ტელეწამყვანი ხაზს ჭიათურაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას უსვამს და ამბობს, რომ ამგვარ პირობებში ხეების მოჭრა გაუმართლებელია.

"ჭიათურაში ლამის საუკუნოვან ნაძვებს ჭრიან. რას გადაგვაყოლეთ ამ საბაგიროს პროექტს. უჰაერო და ეკოლოგოურად განადგურებულ ჭიათურას კიდევ ეგ უნდა? ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია თქვენ სულ გააფრინეთ? რას აკეთებთ, რას?! სუნთქვის უკანაკნელ შესაძლებლობას გვისპობთ?! რა ჯანდაბად გვინდოდა ეს საბაგირო თუ გადააყოლეთ ყველაფერი ამ მახინჯ პროექტს. 13 მილიონ ევროდ მთელ ჭიათურას ააყვავებდით. ყველა საჰაერო გზას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებდით და ქალაქის სხვა პრობლემებსაც მოაგვარებდით!!! ახლა რა მივიღეთ? სამუშაოზე დაღუპული ახალგაზრდა და განადგურებული ხეები?! ვინ გაპატიებთ ამ უსიყვარულო და უგულო დამოკიდებულებას?! რამ შეგაზიზღათ ასე ძალიან ეს ქალაქი ვერ გამიგია! რა ჭიათურელები თქვენ გქვიათ?! პასუხს აგებთ თითოეულ მოჭრილ ხეზე! გპირდებით!,"- წერს გიორგი კასრაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ჭიათურის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, დასასრულს მიუახლოვდა ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის- თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა, რომლის ბოლო ეტაპიც ბაგირების გაჭიმვა და გონდოლების დამონტაჟებაა.


ნანახია: 1096-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი
საქართველოში ვიზიტად მყოფი, ფრანგული კომპანია პომაგალსკის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან ბუვიე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
მიმდინარე წელს ჭიათურაში ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის სამგზავრო საბაგირო გზების ასაშენებლად დაახლოებით 40 მილიონი ლარი

ამინდი