Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ცოდნის გასაღები,'-ვანში 24 საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

თარიღი : 15-06-2019, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ა(ა)იპ ვანის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ვანის მუნიციპალიტეტში არსებული 24 საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფების 257 აღსაზრდელმა დამსწრე საზოგადოებას მიუზიკლი „ცოდნის გასაღები“ წარუდგინა.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები, ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

მერმა მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს, მიუზიკლის ავტორს - საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარ მეთოდისტს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს ასეთი შესანიშნავი ინსცენირებისათვის.

"ბავშვები - ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი, მათი ღიმილი და ბედნიერი სახეები ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად,"-განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

ტრადიციულად, საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციისაგან ყველა აღსაზრდელს გადაეცა საბავშვო ბაღის დამამთავრებელი სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქრები
მსგავსი ღონისძიებები ბავშვების შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული უნარების განვითარებას უწყობს ხელს.


ნანახია: 261-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
ვანში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში,მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა
რისთვისაც საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის აღსაზრდელთა მშობლებს.

ამინდი