Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში საავტომობილო გზის ნაწილი შესაძლოა საფლავებმა დაიკავოს

თარიღი : 15-06-2019, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ე.წ. ავანგარდის დასახლებაში საავტომობილო გზის ის ნაწილი, რომელიც ქვეითთა მოძრაობისთვის იყო განკუთვნილი, შესაძლოა საფლავებმა დაიკავოს, რადგან საავტომობილო გზის ნაწილი სასაფლაოს საკუთრებაში გადავიდა. სასაფლაოს ტერიტორიის გაზრდის ხარჯზე გზა მას შემდეგ შემცირდა, რაც სასაფლაოთა გაერთიანებამ ტერიტორიის გამწვანების მოტივით, საზღვარი გადმოწია. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტები, ისე ადგილობრივები.

"ისედაც ამდენი ავარია ხდება. გამწვანება თუ უნდოდათ, ღობე ძველ ნიშნულზე გაევლოთ. ამ დავიწროვებულ გზაზე ერთად როგორ ივლიან მანქანებიც, ქვეითებიც და ველოსიპედით მოსიარულეებიც. ვის უნდა გახარებოდა ამ ღობის გადმოწევა,"- ამბობს მოსახლეობა.

ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ გზის შეკვეცით მოსახლეობა არ დაზარალდება. ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი გიორგი მუქერია ამბობს, რომ მიმდინარე წელს დარჩენილი გზის რეაბილიტაცია მოხდება და ადგილზე ავტომობილების გარდა, ქვეითებისა და ველოსიპედისტების სამოძრაო ზოლები მოეწყობა.

"ერთხელ იყო გამოცხადებული ტენდერი, თუმცა არ შედგა. მალევე იგეგმება მეორედ ტენდერის გამოცხადება,"- ამბობს გიორგი მუქერია.


ნანახია: 1366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
გზის აღსადგენად სამუშაოები ადგილის შესწავლის შემდეგ დაიწყება.
ამ დროისათვის სამუშაოების ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა თუ გარეუბნებში არსებული ამორტიზებული გზები ადგილობრივების დისკომფორტის მიზეზი არაერთხელ

ამინდი