Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე დღეში განვაახლებთ მუშაობას

თარიღი : 12-06-2019, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერ დავით ერემეიშვილთან და მოადგილე იუზა უგულავასთან ერთად, გ.ტაბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის მერმა მათ მიაწოდა ინფორმაცია და განუმარტა მიზეზები, თუ რატომ შეწყდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია კომპანია შპს "ჯეო სერვისს" ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ტაბიძის ქუჩაზე შევხვდით მოსახლეობას და ავუხსენით მდგომარეობა. ჩვენ ვწყვეტთ ხელშეკრულებას იმ ფირმასთან, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა და რამდენიმე დღეში განვაახლებთ მუშაობას. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მოსახლეობას,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო, ქუჩაზე რამდენიმე დღეა სამუშაოები შეწყვეტილია. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო მუშები სამუშაოების განახლებაზე უარს ამბონენ.


ნანახია: 289-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი