Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი ჭიღვარია: ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მკაცრები, ყველა იმ ფირმასთან, რომელიც არ შეასრულებს ვალდებულებებს

თარიღი : 12-06-2019, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში გ.ტაბიძის ქუჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გამოეხმაურა.

ქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია, კანონის ფარგლებში ყველა იმ კომპანიის მიმართ გამოიჩენს მაქსიმალურ სიმკაცრეს, რომელიც ვალდებულებებს არ სეასრულებს.


"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო რა ხდება ტაბიძის ქუჩასთან დაკავშირებით. გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 1 200 000 ლარამდე ღირებულების იყო. ტენდერი მოიგო შპს "ჯეო სერვისმა", რომელმაც ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს "ელბი გრუპი".
"ელბი გრუპმა" დაიწყო სამუშაოები, ჩვენ პირველი ავანსი ჩავურიცხეთ 230 000 ლარი, სამუშაოებს ესწრებოდა ჩვენი ინსპექტირების ჯგუფები. სამუშაოები აქტირად მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა მათ შეწყვიტეს მუშაობა. ჩავერთეთ ამ პროცესში რათა გაგვერკვია რა ხდებოდა, აღმოჩნდდა რომ შპს "ჯეო სერვისმა" აღარ ჩაურიცხა თანხა ქვეკონტრაქტორს და ამის გამო შეწყდა სამუშაოები. ჩვენ ჩვენის მხრივ დავიწყეთ უკვე მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, ყოველდღიური ჯარიმა ერიცხება შპს "ჯეო სერვისს", ასევე ველოდებით კვირის ბოლომდე შეხვედრას, პარალელურად დავიწყეთ მუშაობა ხელშეკრულების გაწყვეტაზე, საბოლოო ჯამში 140 000 ლარამდე მოუწევთ მათ დაჯარიმება. მათ 360 000 ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებული აქვთ. ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმ კომპანიებისთის, რომლებიც დღეს მუშაოებენ ქუთაისში გზების რეაბილიტაციაზე, იმუშავონ სწორად, რადგან კანონის ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მკაცრები, ყველა იმ ფირმასთან რომელიც არ შეასრულებს ვალდებულებებს. მათ სექტემბრამდე აქვთ ვადა რეაბილიტაცია დაასრულონ, პარალელურად ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაშიც კი, ამ ვადაში ჩავეტიოთ, რათა მოსახლეობას არ შევუქმნათ დისკომფორტი,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო, ქუჩაზე რამდენიმე დღეა სამუშაოები შეწყვეტილია. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო მუშები სამუშაოების განახლებაზე უარს ამბონენ.


ნანახია: 404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული

ამინდი