Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა

თარიღი : 11-06-2019, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის წევრები მათ შორის არიან: „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი.

როგორც ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ისინი ითანამშრომლებენ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება.

მისივე ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს ამ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ყრილობა გაიმართება, სადაც ივანიშვილის ქცევას ადეკვატური პასუხი გაეცემა.

„ეს არ არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვიმუშავებთ თბილისში, ძირითადად საორგანიზაციო სტრუქტურაზე. ივლისის ბოლოს გავდივართ რეგიონებში და ვივლით სოფელ-სოფელ, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, ცვლილება არის აუცილებელი. მარტო ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. ოქტომბრის ბოლოს, უკვე როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, გავმართავთ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება ბიძინა ივანიშვილის ქცევაზე,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.


ნანახია: 359-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ისინი თვლიან, რომ ის მიღწევები, რომლებზეც საუბარია წერილში, რეალობას აცდენილია და სიმართლეს არ შეესაბამება.
დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.
უმცირესობის დეპუტატი გია თევდორაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქის“
აღნიშნული თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 'ნაციონალების' ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნა
აკაკი ბობიხიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მარტო ბიძინა ივანიშვილს არ მოუტყუებია, ისინი მოატყუა იმ უამრავმა მათმა
პოლიტიკოსის განცხადებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

ამინდი