Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მხატვრის ახალი ნამუშევარი კრიტიკის საგანი გახდა

თარიღი : 11-06-2019, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მხატვრის, ლია უკლებას მორიგი ნამუშევარი კრიტიკის საგანი გახდა. იესო პომადით და ჩვილი ბავშვით ხელში,- ასეთია იმ ნახატის სახელწოდება, რომელსაც მოქალაქეები მკრეხელობად თვლიან და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

"თვითმკვლელი ორსული ღვთისმშობლის'' სახელით ცნობილი ,,ნახატის'' ავტორის, ლგბტ- აქტივისტის, ქუთაისელი ლია უკლებას მორიგი ახალი სატანისტობაა! ,,ტრანსგენდერი იესო'', პომადიანი ტუჩებით, ჩვილით და წმინდანის შარავანდედით თავზე...რა თქმა უნდა, ეს ამ უკლებამ თბილისის ლგბტ-ფესტივალს მიუძღვნა! რა თქმა უნდა, ქართველთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, პატრონები მას ტაშს დაუკრავენ და გრანტსაც ჩაახუტებენ...

ამიტომაც ვამბობ: სანამ ამ სატანისტებს ,,შარლი ებდოს'' მოუწყობდეს ვინმე, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომლითაც რელიგიური სიწმინდეებისა და გრძნობების შეურაცხყოფისათვის, პატიმრობა მიესჯებათ!

როგორც, მაგალითად, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ პოლონეთში, სადაც ლგბტ-ფერებში ღვთისმშობლის ხატის სტიკერების ქუჩაში გაკვრისთვის, გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ემნისტი ინტერნეიშნლის'' ლგბტ-აქტივისტი ქალს 2-წლიანი მუხლი წაუყენეს და ეს ხალხს პირადად პოლონეთის შს მინისტრმა ამცნო!

მგონი, ამ სიბილწის შემხედვარე, ყველა ნორმალური მიხვდება, თუ რატომ და რისთვის სჭირდებათ ეს გეი-პარადები და ლგბტ-ფესტივალები ამ სატანისტებს! აი, ესაა ამათი მხრიდან ქართველი ერისა და მისი მართლმადიდებლური რწმენის უსაზღვრო ცხოველური სიძულვილის ,,სიყვარულის ენა''! აი, ეს ,,თავისუფლება'' სწადიათ, რომ ,,გამოხატონ'' და ეს სიბილწე სურთ მოახვიონ თავზე ჩვენს მომავალ თაობას! ვერ ეღირსებით!

თუ არადა, 23 ივნისიც დადგება და ვინც ამ დღეს იზეიმებს, ერთადერთია - სარწმუნოებისა და სიწმინდეების დასაცავად, ასი ათასობით ქუჩაში გამოსული ქართველი!,"- ამბობს გიორგი გიგაური.

"თავის თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას ეს უკლება და არანაირად რელიგიას. ეს რელიგიას ვერ და არც დააკნინებს. არიან ადამიანები, ოღონდ პოპულარულები იყვნენ და რის ხარჯზე, არ დაეძებენ. ზუსტად ესეა ამ უკლებას შემთხვევაში,"- ამბობს ნატალი გომელაური.

რაც შეეხება თავად მხატვარს, ლია უკლება მის ახალ ნამუშევართან დაკავშირებთ და საზოგადოების კრიტიკაზე კომენტარს არ აკეთებს.


ნანახია: 2536-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დღეს საზოგადოებაში აქტიურად განხილვის თემაა, რელიგიური შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმის
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია 'იდენტობის' წევრმა თამარა რაზმაძემ განუცხადა.
უკლებას თქმით, მის მიერ აღმასრულებელი მდივნის პოსტის დატოვება შიდაპარტიულ საკითხს უკავშირდება და აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.

ამინდი