Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის,'-ხარაგაულში 50-60 000 წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

თარიღი : 11-06-2019, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, კერძოდ ხანდებში, ახალი სარკინიგზო გვირაბის მიმდებარედ, 50-60 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს.

ადგილზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი თენგიზ მეშველიანი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, აღმოჩენილი მღვიმე დევის ხვრელზე ბევრად, დაახლოებით 10-11 ათასი წლით ძველი. აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.

თენგიზ მეშველიანი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა.

აღმოჩენილ მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.

ექსპედიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 28 ივნისს ხარაგაულს იერუსალიმის უნივერსიტეტის არქეოლოგები ესტუმრებიან, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – წყალტუბოსა და ჭიათურაში არქოლოგიურ გათხრებს აფინანსებენ. თენგიზ მეშველიანი იმედოვნებს, რომ უცხოელი კოლეგები ხარაგაულში სამუშაოების გაგრძელებას დააფინანსებენ.

ხარაგაულში ექსპედიციის მოწყობით ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები შარშან დაინტერესდნენ, როცა დევის ხვრელში დამატებითი გათხრები ჩაატარეს.


ნანახია: 4834-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური
მღვიმე, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც დაათვალიერეს და მისი შესწავლა დაიწყეს.
აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
ძუძუანას მღვიმეში მომხდარი აღმოჩენის შესახებ Topnews.com.ge-ს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა.

ამინდი