Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეტყობა მაღალი ჯიპებიდან და გრილი კაბინეტებიდან ამ ანტისანიტარიას ვერ გრძნობთ,'-გაქცეული მუშები და მტვერში დარჩენილი მოსახლეობა ტაბიძის ქუჩაზე

თარიღი : 10-06-2019, 20:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. როგორც ირკვევა, აღნიშნულის მიზეზი
მუშების წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებაა.

"აქ დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს და ბუნებრივია, ისინიც არ მოდიან სამუშაოდ. აბსოლუტურად სამართლიანად. დღეს, ძლიერი ქარის პირობებში მთელი ქუჩის (ების) ნაგავი თავზე გვაყრია. სახლებშიც ისეთივე სიბინძურეა, როგორც გარეთ. ეტყობა მაღალი ჯიპებიდან და გრილი კაბინეტებიდან ამ ანტისანიტარიას ვერ გრძნობთ, რომელიც სხვათაშორის თავად გამოიწვიეთ. მუშებს გადაუხადეთ ხელფასები და დააბრუნეთ სამუშაო ადგილებზე. ხვალ ისედაც შემომაქვს საჩივარი ქუთაისის მერიაში,"-ამბობს ტაბიძის ქუჩის მკვიდრი ანა ჭეიშვილი.

ცნობისთვის, ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, წესრიგდება სანიაღვრე და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მლნ ლარზე მეტია, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჯეო სერვისი" ახორციელებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ნანახია: 1129-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი