Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დღეიდან მუნიციპალიტეტის მერიის კარი, ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება,'-ზესტაფონის ახალი მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

თარიღი : 10-06-2019, 17:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, გიორგი გოგლიჩიძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

მერის რანგში, გიორგი გოგლიჩიძე მერიის თანამშრომლებს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ წარუდგინა.

პირველი სამუშაო დღე, გიორგი გოგლიჩიძემ, მერიის შენობაში არსებული ტურნიკეტის სისტემის დემონტაჟით დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად შალამბერიძეც შეუერთდა.

„დღეიდან მუნიციპალიტეტის მერიის კარი, ყველა მოქალაქისთვის ღია იქნება. მოსახლეობას აღარ ექნება იმის განცდა, რომ ხელისუფლებასთან მისასვლელად, ბარიერების გადალახვა მოუწევს. სწორედ ეს იყო მათი სურვილიც და მოთხოვნაც რომელიც პირველივე სამუშაო დღეს შევასრულე,“ - განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 404-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ახლადარჩეული მერი ნიკოლოზ თოფურიძე მერის სტატუსით უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
მერმა პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო.
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.

ამინდი