Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტიქიის გამო, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი ცისტერნებით მიეწოდება

თარიღი : 10-06-2019, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
7 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის ცენტრალური მაგისტრალის გამო, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. გაერთანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის მიწოდებას სპეციალური ცისტერნებით უზრუნველყოფს.

საჭიროებიდან გამომდინარე, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე პატარა ხარაგაულში ალტერნატიული სატუმბი სადგური არ მოეწყობა, რასაც, სავარაუდოდ, ერთი კვირა დასჭირდება.

როგორც წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრში აცხადებენ, სატუმბი სადგურის გამართვის შემდეგ, ხარაგაულის მოსახლეობა წყალს გრაფიკით, დილით და საღამოს მიიღებს.

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, რომელიც სოფელ ლეღვანიდან მოდის და სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. კომპანიაში ჯერ მაგისტრალის აღდგენის სავარაუდო დროს ვერ ასახელებენ.

სასმელი წყლის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე:577 38 01 14, 595 90 12 95-გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის ტექნიკური სამსახური.


ნანახია: 257-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებას ამის შესახებ პარტია 'თავისუფალი საქართველოს' წარმომადგენლები აკეთებენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული

ამინდი