Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალაქის იერსახის მოწესრიგება, სპეციალური ტექნიკით ჭიათურის ქუჩების გადარეცხვა, სოფლების გაზიფიცირება-რას გეგმავს ჭიათურის ახალი მერი

თარიღი : 10-06-2019, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ორშაბათის გაერთიანებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილე დავით ბიწაძე, მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

გივი მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე და შესაბამის სამსახურებს დაავალა კონტროლი გაუწიონ კერძო მეწარმეების მიერ საკუთარი ობიექტების ფასადების მოწესრიგებას. ასევე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, რაც ,,ჯორჯიან მანგანეზთან’’ თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. კერძოდ, 1 სექტემბრამდე შეზღუდვით, ხოლო 1 სექტემბრიდან ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად აიკრძალება მარგანეცით დატვირთული მანქანების გადაადგილება. მადნის გადატანა მოხდება რკინიგზით და სპეციალური საბაგიროებით. ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ მიერ შესყიდული ახალი ტექნიკით, დასუფთავების ბრიგადების მიერ სისტემატიურად მოხდება ქუჩების გადარეცხვა.

საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რაც ქალაქისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების საფუძველია.

აღინიშნა, რომ დასასრულს მიუახლოვდა ჭიათურაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობა, რომლის ბოლო აკორდიც ბაგირების გაჭიმვა და გონდოლების დამონტაჟებაა.

მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ჭიათურის მთელ რიგ სოფლებში დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები. რამდენიმე ხნის წინ გამოიცა პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რომელიც 2021 წლამდე დამატებით ათზე მეტი სოფლის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასწარი სამუშაოები დასრულდა და თვის ბოლომდე 60 ივე სოფელში დაიწყება აღნიშნული პროექტების განხორციელება.


ნანახია: 1017-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაფართოებულ თათბირზე, რომელსაც სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან ერთად, სოფლებში გამგებლის
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა

ამინდი