Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა,'-პედაგოგებს წილხვდომილობაზე ლექციებს უტარებენ

თარიღი : 10-06-2019, 09:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე წილხვდომილობის ლექციებზე პედაგოგების იძულებით დასწრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მისი თქმით, ღონისძიებებზე იძულებით არავის მიყვანა არ ხდება.

სხვადსხვა საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პედაგოგები ქრისტიანული თემატიკის ლექციებზე დაჰყავთ, მათ შორის ერთ-ერთი მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მან მსგავსი შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან თემის შესახებ წინასწარ სულ სხვა ინფორმაცია ჰქონდა.

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, შექმნილია სპეციალური კომისია წილხვდომილობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია აღნიშნული თემის ფარგლებში, ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, იძულებით მიყვანა არავისი არ ხდება”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

გთავაზობთ ორ ამონარიდს, სადაც მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონიდან ამ ლექციების შესახებ წერენ:

ირინა ძირკვაძე: “ინფორმაცია მოვიდა გუშინ ჩვენსას, მინისტრი გიბარებთ ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსო…

ავფორიაქდი… მასწავლებლის სტატუსით პირველად უნდა წავსულიყავი მსგავს შეხვედრაზე… დილაუთენია გავიღვიძე, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმისაკეთიც განსაკუთრებული შევარჩიე…

ჩამოვედით რუსთავში და შევიყუჟეთ ერთ პატარა ოთახში რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები…

საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ…აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ… თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით… რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა…

სხვათაშორის, იქ დამსწრე მასწავლებლეთა ნაწილი ქართველი მუსლიმები ვიყავით…

იმედი მაქვს, შეცდომით მოვიდა ინფორმაცია და განათლების მინისტრის ბრძანება არ ყოფილა…

და მაინც, ძვირფასო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებო, თუ გინდათ რეგიონიდან ჩამოგვიყვანოთ და ლექციას დაგვასწროთ იქნებ ნამდვილ მეცნიერებს შეგვახვედროთ მზექალა შანიძეს, დამანა მელიქიშვილს, ელგუჯა ხინთიბიძეს და სხვა მრავალს… თორემ მსგავს ლექციას მუსლიმური თვალთახედვით 88 წლის ბებიაჩემიც მიტარებს…”

სანათა ოჩიაური: “დღეს წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – ,,სამინისტროს დავალებაა” ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80 %, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე.

განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის, რათა ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან”.

edu.aris.ge


ნანახია: 138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პედკოლექტივის თქმით, რესურსცენტის ხელმძღვანელმა განათლების მინისტრის დავალებით უკანონოდ ზვიად გორგოძე დანიშნა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ და
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგის შესაძლო ფაქტს განათლების სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც განათლების სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია მეცამეტე ხელფასის
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ
'ყველა კარგი მასწავლებელი ბავშვის დაინტერესებას გაკვეთილზე სასწავლო გეგმის დარღვევით ახერხებს'

ამინდი