Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ დავიცვათ კანი მცხუნვარე მზისგან-დერმატოლოგის რჩევები მოსახლეობას

თარიღი : 9-06-2019, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე ზაფხულში სინოპტიკოსები ჰაერის საშუალოზე მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

როგორ უნდა მოვუაროთ კანს ცხელი ზაფხულის პერიოდში, რა არის მავნე და რას შეუძლია სარგებლობის მოტანა თქვენი კანისათვის,-აღნიშნულ თემაზე "კლინიკა ბომონდი"-ს დერმატოვენეროლოგიური კაბინეტის ხელმძღვანელი, დერმატოვენეროლოგი ბუჭა ჩაკვეტაძე გვესაუბრება.

"№1 პრობლემა ორგანიზმის გადახურება–გადაცხელებაა (მზის დაკვრა). ზაფხულში მზეში ზედმეტი სიარული ორგანიზმს უქმნის ბევრ პრობლემას (განსაკუთრებით შუადღის საათებში, როდესაც მზე ზენიტშია), რაც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოყოფაში გამოიხატება. აუცილებელია დღეში საშუალოდ 2 ლიტრი წყლის მიღება, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს. ხშირად თავს იჩენს ხელ–ფეხის დასიებაც, რაც გამოწვეულია სისხლძარღვთა გაფართოებით. ამ დროს სასარგებლოა ოთახის ტემპერატურის ზღვის მარილის აბაზანები. კარგია წყლის გადავლებაც დღის განმავლობაში. ზაფხულში სახის კანი არის ოფლიანი, ამ დროს ჯირკვლები უფრო ინტენსიურად მუშაობენ, ვიდრე ზამთარში და გამოყოფენ მბრწყინავ ცხიმს. სახის ფორებში შედის მტვერი და შესაბამისად კანს უნდა ხშირი და დეტალური გაწმენდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დროს სჭირდება,"- ამბობს ბუჭა ჩაკვეტაძე.

დერმატოლოგის თქმით, კიდევ უფრო განსაკუთრებულ მზრუნველობას ჩვილის კანი საჭოროებს, რომელიც 5-ჯერ უფრო თხელი და მგრძნობიარეა, ვიდრე მოზარდის და ამიტომ საჭიროა განსაკუთრებულად დავიცვათ მზის ზემოქმედებისაგან.

"სტა­ტის­ტი­კუ­რად დად­გე­ნი­ლია, რომ არ­სე­ბობს მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დებით პიგმენ­ტუ­რი ხა­ლე­ბის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნედ - მე­ლა­ნო­მად გა­დაგ­ვა­რე­ბის დიდი ალ­ბა­თო­ბა. ამ­დე­ნად, ექიმ­თა სა­ერ­თო აზ­რია, რომ ასე­თი ხალი და­ცუ­ლი უნდა იყოს მზის ინ­სო­ლა­ცი­ი­სა­გან. დაც­ვის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მზის სხი­ვე­ბის სა­ერ­თოდ არი­დე­ბა,"- ამბობს ექიმი-დერმატოლოგი.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოსმეტოლოგებსა და ვიზაჟისტებს ხშირად ეკითხებიან: რისი ხმარება ჯობს ზაფხულში - პუდრისა თუ ტონალური კრემის?
უფრო კონკრეტულად ნასიცხის სიმპტომებსა და მისი განკურნების გზებზე 'კლინიკა ბომონდი'-ს ამბულატორიული სამსახურის პედიატრი ხათუნა
დღეისათვის მზის კოლექტორები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ამინდი