Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურელმა მოსწავლეებმა პოლიეთილენის ნივთებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს

თარიღი : 8-06-2019, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული ,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის“ გამარჯვებული პროექტის ,,RRR” (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება) ფარგლებში გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში მოეწყო, ჭიათურის ხუთი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პოლიეთილენის ნივთებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარმოადგინეს. ამავე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოს დაცვითი აქტივობები გამართეს და ჭიათურის მერიის წინ მდებარე სკვერში სეპარირებული ურნები დადგეს.

პროექტი ,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი“ ჭიათურის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
დღეს წარმოდგენილ გამოფენაში გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საღამო კულტურის ცენტრთან არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.
ჭიათურის კულტურის სახლში ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით კონცერტიც გაიმართა.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსპრომტად აფხაზეთის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს, რომელიც
ფესტივალში, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, მუნიციპალიტეტის

ამინდი