Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიციამ ბორჯომში გაუჩინარებული ორი გოგონა ზესტაფონში იპოვა

თარიღი : 7-06-2019, 09:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი გოგონა გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც ბავშვები გაკვეთილებზე არ მივიდნენ. ამასთან, მიტოვებულ საამქროში მოზარდების ტელეფონები იპოვეს. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ნანახია: 494-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საფიჩხიუის უბნის ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ტოპნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის მარიამ სულაბერიძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააბრუნეს.
იმერეთის სამხარეო პოლიციამ, ურთერთშელაპარაკების შედაგად 1992 წელს დაბადებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნოდარ თ. დააკავა.

ამინდი