Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სიკვდილს ჩავხედე თვალებში,'- ქუთაისში მოქალაქეები ე.წ. ცოცხალი სასაკლაოების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

თარიღი : 6-06-2019, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოქალაქეები ე.წ. ზებრა გადასასვლელის უფუნქციობაზე საუბრობენ. ქუთაისის მკვიდრები ყვებიან, რომ გზის გადაკვეთისას ხშირ შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე სწორედ ქვეითთა გადასავლელზე ემუქრება.

ქუთაისის მკვიდრი მაკა ცერცვაძე ერთ-ერთია, ვინც როგორც თავად ამბობს, სიკვდილს თვალებში ჩახედა.

"2 კვირის წინ მოხდა ეს ქუთაისში, რუსთაველის ხიდის დასაყისში, ბჟოლების მხრიდან. 1 ნაბიჯი მაკლდა ბორდიულზე ასვლამდე, ზებრაზე გადავდიოდი. დღემდე ვუმკლავდები შიშს და სტრესს. გუშინ გულის ექიმთანაც ვიყავი. მინდა დავმშვიდდე და საღ გონებაზე დავგეგმო სერიოზული ნაბიჯები ცოცხალი სასაკლაოების აღმოფხვრისათვის. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ! სიკვდილს თვალებში ჩავხედე და არავის მივცემ უფლებას, ჩემი გადასახადები პრევენციულ ღონისძიებებს არ მოახმაროს! ჩემი სიცოცხლე არავის კეთილდღეობის ანგარიშის გაწევად არ მიღირს!,"- ამბობს მაკა ცერცვაძე.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ე.წ. ზებრა გადაშლილია ან კიდევ, სადაც ქვეითებმა უსაფრთხოდ უნდა გადავიდნენ, მძღოლები იქ გზას არ თმობენ.

"რამდენიმე დღის მეც შემემთხვა მსგავსი. ზებრაზე ავტობუსმა დამითმო გზა, გავაგრძელე სვლა და უბრალოდ მაინც დავიზღვიე თავი, გვერდიდან არ მოდიოდეს მანქანა-თქო და ისე ყველაფერი კარგი აგიხდეს, პოლიციის პიკაპმა ისე ჩამიქროლა, ერთი მაბიჯი და იქვე დასრულდებოდა ყველაფერი,"- ამბობს მაკა ჯღარკავა.

"თამარ მეფის ქუჩაზე, ლომებიანი სახლის წინ ზებრაზე გადავდიოდით მე და ბავშვი. ერთმა მანქანამ დამითმო, მაგრამ მეორე ისე გამოვარდა, ბავშვს ისე ვსტაცე ხელი და მოვწიე ჩემსკენ, რომ ნამდვილად მფარველმა ანგელოზმა იხსნა! მერე კი მიხადა ბოდიშები მაგრამ, რა სახე მექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ. თან დავამატებ რომ გადავდიოდი ლომებიანიდან საპირისპიროს მხარეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქ ცალმხრივი მოძრაობაა და "აბგონის" გაკეთებაც აკრძალულია მარჯვნიდან. ე.ი. ყველანაირად არღვევდა მძღოლი,"- ამბობს სალომე თორთლაძე.

ქუთაისში ე.წ. ზებრა გადასასვლელების მოწესრიგება მერიის ააიპ "ქუთგანათების სერვისს" აქვს დავალებული. კომპანიაშია აცხადებენ, რომ შიდა საქალაქო გზების დახაზვას საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მათივე თქმით, სამუშაოებს ერთადერთი მიზეზი-ამინდის გაუარესება აფერხებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლებისა და ქვეითთა ცნობიერების ამაღლებისთვის უწყება ბევრ პროექტს ახორციელებს.

"საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა-მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომლის მთავარი მიზანია პრობლემის სიმწვავის საზოგადოებამდე მიტანა, მოქალაქეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამაღლება და სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით ჩატარებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ კომუნიკაცია,"- აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


ნანახია: 966-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუსთაველის გამზირზე, პრესის სახლის წინ, ქვეითთა გადასასვლელის მოწყობას მოსახლეობა ითხოვს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მაკა ცერცვაძე თვლის, რომ ქალაქის მერიამ დამატებითი სახსრები უნდა გამოძებნოს, რათა მოხდეს
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი დახაზული იყო, თუმცა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, ნიკეა-ასათიანის ქუჩების კვეთაზე.
ორ ფერში გადაწყვეტილი ე.წ. ზებრა გადასასვლელების დახაზვითი სამუშაოები თამარ მეფის ქუჩაზე, ა(ა)იპ 'სპეციალურმა სერვისებმა' გვიან

ამინდი