Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ავტომობილი რომელიც გაჩერებულია ჩრდილში აწეული შუშებით დღის განმავლობაში სალონში გამოჰყოფს 400-დან 800 მგ-მდე ბენზოლს, რაც იწვევს კიბოს"

თარიღი : 6-06-2019, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტომობილი შესაძლოა მეპატრონის დაავადების მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით ზაფხულში, თუ ის მზეში მინებამოწეული დიდი ხნის განმავლობაშია გაჩერებული. კომპანია "პრემიუმ ავტო" მძღოლებს და არა მარტო მათ უზიარებს რჩევებს, ზაფხულის პერიოდში ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებით.

"სიცხეში ავტომობილი რომელიც გაჩერებულია ჩრდილში აწეული შუშებით დღის განმავლობაში სალონში გამოჰყოფს 400-დან 800 მგ-მდე ბენზოლს. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი გაჩერებულია მზეში, ბენზოლის დონე სალონში 2000- დან 4000 მგ აღწევს, რაც დასაშვებზე 40-ჯერ მაღალია!

ბენზოლი არის სახიფათო ტოქსინი, რომელიც სასუნთქი გზების საშუალებით გადადის სისხლში და აზიანებს თირკმელებს, შლის ძვლებს, ვნებს ღვიძლსა და სხვა ორგანოებს, იწვევს კიბოს! ხოლო ყველაზე ცუდი ის არის, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში.

ინსტრუქციაში, რომელიც ახალ ავტომობილებს მოყვება, ნათლად წერია, რომ როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და კონდინციონერს ჩართავთ, 2 წუთით დატოვეთ ფანჯრები ღია! რატომ?! ამას არც ერთი მწარმოებელი არ აღნიშნავს, რადგან აღნიშნული მესიჯი ავტომობილის მწარმოებლის იმიჯს მეტნაკლებად შელახავს.

კვლევებით დადგენილია, რომ სანამ კონდინციონერი დაიწყებს ჰაერის გაციებას, იგი გამოჰყოფს პლასტმასის ცხელ ჰაერს რომელიც შეიცავს ბენზოლს, სახიფათო ტოქსინს, რომელიც იწვევს კიბოს და აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს ( გამოირჩევა გაცხელებული პლასტმასის სპეციფიური სუნით, რომელიც კონდინციონერს ჩართვის თანავე თანსდევს რამოდენიმე წუთით), ამიტომ აუცილებელია, სანამ სუნი არ გავა, ფანჯრებს არ აუწიოთ.

ავტომობილის დაქოქვამდე აუცილებელია გააღოთ ფანჯრები რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩართოთ კონდინციონერი, ფანჯრები არ დაკეტოთ ჩართვიდან კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ხოლო რამოდენიმე წუთის მერე აუწიეთ შუშებს და იმგზავრეთ მშვიდად,"- აცხადებენ კომპანიაში.


ნანახია: 1034-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი სილამაზის სალონში შევარდა.
მერის განცხადებით, სკოლას საბჭოთა პერიოდის მოძველებული ავტომობილი ჰყავდა და მისით სარგებლობა საფრთხისშემცველი იყო.
სატვირთოში მოთავსებილი ტრანზიტული ტვირთი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით გადაჰქონდათ, გზაზე გაიბნა.
შამპუნს კვირაში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომ მის შემადგენლობას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, რადგან ეს პროდუქტი ხშირად
ადგილზე ამ წუთებში თხრილში გადავარდნილი ავტომობილის ამოყვანას ცდილობენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამგებლის მიერ 30 000 -ლარიანი ავტომობილის შეძენის მიზეზებს განმარტავს.

ამინდი