Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სექსუალური შევიწროვებისთვის მამაკაცი 300 ლარით დააჯარიმეს

თარიღი : 5-06-2019, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
2019 წლის 3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს  დაზარალებულმა მიმართა, რომელიც მიუთითებდა უცნობი მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ. ს.-ს მიმართ.
მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების არგუმენტები და ვ. მ. სცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა მოხდა სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.
სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

"იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენს მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას,"-აცხადებენ შსს-ში.


ნანახია: 653-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქმის მასალების მიხედვით, ნ.ხ.-მ სოციალურ ქსელში ყალბი პროფილით დარეგისტრირდა, გაიცნო სამი მამაკაცი, რომელთაც სექსუალური
როგორც Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სკოლის დაცვის თანამშრომელმა მეხუთეკლასელ ერთ-ერთ გოგონას მასთან სექსუალური
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
საქმეზე დახურული სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში ელოდებიან.
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამინდი