Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი,'-ნანა კოსტავა შესაძლოა 'კონსერვატორებიდან' გარიცხონ

თარიღი : 4-06-2019, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია "კონსერვატორებიდან" გარიცხონ. ლატარიას თქმით, აღნიშნულის შესახებ ის უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გმობს ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას და დეპუტატს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

"კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას იმ ცნობილ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. ჩვენ, საკრებულოს რა ბერკეტიც გვქონდა, გამოვიყენეთ. მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი, მოხდება მსჯელობა ამ საკითხზე და გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან, პარტიის ლიდერები იმსჯელებენ,"- განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

ამინდი