Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნანა კოსტავას შემდეგ, მოქალაქეები ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს უპირისპირდებიან და საკრებულოდან მის წასვლას ითხოვენ

თარიღი : 4-06-2019, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უნდა დატოვოს თუ არა ქუთაისის საკრებულო დეპუტატმა, რომელმაც საზოგადოებას თავი სიძულვილის შემცველი განცხადებებით გააცნო-აღნიშნულ თემაზე საკრებულოს უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს დღეს იმ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც დეპუტატ ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით აქციებს მართავენ.

"შეხვედრას საკრებულოს უმრავლეობის ნაწილი ესწრებოდა. თავიანთი პოზიცია ღიად და პირდაპირ დააფიქსირეს საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-ირაკლი შენგელიამ და რამაზ ჩხიკვაძემ, ასევე, უმრავლესობის წევრმა ელეონორა არჩაიამ. საკრებულოს დეპუტატთა ნაწილის პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა რაც ამ შეხვედრამ დაგვანახა და რასაც ვეჭვობდით, რომ ნანა კოსტავას საკრებულოში გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, ეს დადასტურდა. მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე პირდაპირ ამბობს, რომ ის ნანა კოსტავას მხარს უჭერს და მისთვის კოსტავას საქციელი მისაღებია. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლის მოთხოვნას, შესაძლოა ალეკო ახალაძის საკრებულოდან წასვლის მოთხოვნაც დაემატოს. ნანა კოსტავების სია გაიზრდება,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიზო ბანძელაძე.

სიძულვილის შემცველი პერიოდული განცხადებების მიზეზით, ნანა კოსტავა საზოგადოების მოთხოვნით, უმრავლესობამ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" ფრაქციის პოსტიდან გაათავისუფლა. კოსტავას საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოც დაატოვებინეს. საზოგაოდება ამჯერად დეპუტატის საკრებულოდან წასვლას ითხოვს, რის გაკეთებასაც ეს უკანასკნელი არ აპირებს.


ნანახია: 1121-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი