Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ან ის დატოვებს ფრაქციას ან მე,'- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კოლეგა დეპუტატს ულტიმატუმს უყენებს

თარიღი : 3-06-2019, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა ნანა კოსტავამ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს დატოვებასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ლატარიას თქმით, კოსტავას ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები"-ს რიგები მან თავად დატოვოს.

"ქალბატონ ნანასთან საუბარი აღარ მქონია, არ ვიცი რატომ შეიცვალა პოზიცია. მასთან ფრაქციაში ყოფნას აღარ ვაპირებ. ან ის დატოვებს ფრაქციას, ან მე,”-განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ნანა კოსტავას მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადებები გააკეთა. აღნიშნულის გამო, კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის თანამდებობა და საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრობა დაატოვებინეს. მოქალაქეები და პოლიტიკური სპექტრი კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვს, თუმცა ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ არსად წასვლას აპირებს.


ნანახია: 644-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი