Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კულტურის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის ოპერისა და მესხიშვილის თეატრების რეაბილიტაცია დააანონსა

თარიღი : 2-06-2019, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი" გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი " ჰეკაბე" ნახა. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ფოიეში ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერთან, კულტურის მინისტრის მოადგილესთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ესწრებოდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ, პრეზენტაციაზე ქუთაისის ოპერისა და მესხიშვილის თეატრების რეაბილიტაცია დააანონსა. მისი განცხადებით ორივე შენობის პროექტირებაზე მუშაობა წელს დასრულდება და ამის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყება.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, აღნიშნული პროექტები თეატრებისთვის მნიშვნელოვანი და დროულია. საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, რუმინეთის და აზერბაიჯანის თეატრალური დასები.

ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრები 18 სპექტაკლს წარმოადგენენ, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დრამატურგია, ქალის მთავარი როლი, მამაკაცის მთავარი როლი, ახალგაზრდა ქალის როლი, ახალგაზრდა მამაკაცის როლი, ქალის ეპიზოდური როლი, მამაკაცის ეპიზოდური როლი.


ნანახია: 352-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.
იმერეთის რეგიონში 'თეატრალური იმერეთი' უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას

ამინდი