Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა ბავშვებმა თანატოლებს ბავშვთა დღე კლინიკის ეზოში მოწყობილი ფლეშმობით მიულოცეს

თარიღი : 31-05-2019, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული სტუდია HipHop-ის მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებს ბავშვთა დაცვის დღე "კლინიკა ბომონდი"-ს ეზოში მოწყობილი ფლეშმობით მიულოცეს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „კლინიკა ბომონდს“ იმისათვის, რომ მოგვცა საშუალება ბავშვთა დაცვის დღე ბავშვებისათვის იმ ორგანიზაციიდან მიგველოცა, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება. მნიშვნელოვანია როგორც ამ დღის აღნიშვნა, ისე ბავშვების უფლებების დაცვასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა,“- ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ამ სლოგანით ვსაქმიანობთ, რომ „კლინიკა ბომონდი“ არის პაციენტების მეგობარი. ჩვენთვის დიდი პატივი იყო გვემასპინძლა ბავშვებისთვის და მხარი დაგვეჭირა მათი იმ იდეისათვის, რომ ჩვენი კლინიკიდან მიელოცათ თანატოლებისათვის ბავშვთა დაცვის დღე. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ღონისძიებამ როგორც კლინიკის გუნდი, ისე პაციენტები დააინტერესა. „ბომონდი“ მომავალშიც არაერთ კარგ პროექტს შესთავაზებს საზოგადოებას, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.

ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.


ნანახია: 204-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1950 წლიდან, 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად ბავშვთა დღე აღინიშნება
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,

ამინდი