Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'ქართული ოცნების' დეპუტატის საკრებულოდან გაძევებას ითხოვენ

თარიღი : 30-05-2019, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს ნანა კოსტავას მოქალაქეები აკრიტიკებენ. დეპუტატმა კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მან სოციალურ ქსელში ბლოგერ სალომე ბარკერის ფოტო გაიზიარა წარწერით: კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!
https://i.postimg.cc/tRdbpsF3/7245-A1-E7-0510-44-F9-B8-A9-A3-B240690313.jpg
"სამარცხვინო საკრებულოს წევრია!!! არ ვიცი რა ვთქვა, მთელს სხეულში ძარღვები დამეჭიმა ამის ნახვისას.

ეს საკრებულოს წევრი ითხოვდა ქუთაისის სკოლებში რელიგიის სწავლებას, ეს ყველაზე ანტი ქრისტიანიანული ღირებულებების ადამიანი, ყველაზე დიდი სიბოროტის მატარებელი.
როგორ შეგიძლიათ ასე იცხოვროთ, სალომეს ტრაგიკულად დაეღუპა 16 წლის და ამან სპეციალურად მოძებნა წინა წლის ვიდეო და ნიშნის მოგებით რა სათაური გაუკეთა კი ხედავთ.
ამაზე დიდი სიბოროტე რა არის?

როგორ შეიძლება ასეთ მენტალობის ადამიანს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ვანდობდეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში?,"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.

მოქალაქეთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ნანა კოსტავამ ქალაქის საკრებულო უნდა დატოვოს.

"ეს ქალი არის ქუთაისის სირცხვილი,"- აცხადებენ მოქალაქეები.

თავად ნანა კოსტავამ საკუთარი facebook გვერდიდან პოსტი წაშალა. კოლეგის საქციელის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ელეონორა არჩაია.

"მინდა, პირადად მოვუხადო ბოდიში საზოგადოებას, ჩემი კოლეგის განცხადების თაობაზე.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას და მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი ასეთი ტკივილის დროს, მსგავსი ამოუხსნელი განცხადების გაჟღერებას, რომელსაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა ემიჯნება,"- წერს არჩაია.

ცნობისთვის, ბლოგერ სალომე ბარკერის და ტრაგიკულად დაიღუპა. ის ექსკურსიაზე ყოფნის დროს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ჩანჩქერში ჩავარდა და დაიხრჩო.


ნანახია: 472-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

ამინდი