Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მიწისქვეშა აბორტები ისევ აქტუალურია, თუ ქალს გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთოს აბორტი, ის ყველა ღონეს იხმარს და გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს"

თარიღი : 30-05-2019, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აბორტის სტიგმა-აღნიშნულ თემაზე თქვენ მეგობარ „კლინიკა ბომონდში“ ტრენინგი მიმდინარეობს. მეან-გინეკოლოგებისათვის ტრენინგს ასოციცია „საზოგადოების კეთილდღეობისათვის“ და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ატარებენ.

როგორც ტრენინგზე აღინიშნა, აბორტის რიცხვი მკვეთრად შემცირდა, თუმცა აბორტის ფაქტები მაინც ფიქსირდება.

„ რეპროდუქციული ასაკის ქალების და კაცების გადინებამ შეამცირა აბორტის რიცხვი,“- აღნიშნა „კლინიკა ბომონდი“-ს მეან-გინეკოლოგმა გიორგი ქებულაძემ.

„ თუ ადამიანებმა იციან, როგორ არ უნდა დადგეს არასასურველი ორსულობა, ეს ბედნიერებაა. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აბორტები ტარდება. უფრო მეტიც, მიწისქვეშა აბორტები ისევ აქტუალურია. აბორტი კეთდება, როცა ქორწინება არარეგისტრირებულია, არასრულწლოვნის ფეხმძიმობასთან გვაქვს საქმე, გაუპატირების შედეგად დადგა ორსულობა ან ორსულობა რეპროდუქციული ასაკის ზღვარს მიღმაა,“- აღნიშნეს ტრენინგის ორგანიზატორებმა.

მედიკოსები გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ ძვირი ღირდეს კონსულტაცია, პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება და არა მკვლელობა.

„ინფორმაციის მიწოდება და სწორ გზაზე დაყენებაა მთავარი. თუ ქალს გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთოს აბორტი, ის ყველა ღონეს იხმარს და გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს. კვლევებითაა დადასტურებული ეს. რუმინეთში, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულია აბორტის გაკეთება, ქალები სთხოვდნენ ექიმს ქიმიოთერაპიის დანიშვნას, რომ არასასურველი ორსულობა შეწყვეტილიყო. აბორტის აკრძალვა დემოგრაფიულ მაჩვენებელზე არ აისახება. ასეა მსოფლიო სტატისტიკით. მალტაში, სადაც ყველანაირ შემთხვევაშია აკრძალული აბორტი, მოქალაქეები აკრძალვას მაიინც არ ემორჩილებიან."


ნანახია: 399-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში 40 000-მდე აბორტი ლეგალურად კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი ორჯერ დიდია.
დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. სიკვდილიანობა და შობადობა ერთმანეთს გაუტოლდა.
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე 3 დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი 5 დღიანი ვადით იცვლება.
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.

ამინდი