Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არა ძალადობას,'- ქუთაისელმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

თარიღი : 29-05-2019, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
"უარი შერჩევით სამართალს," "არა ძალადობას"- ამ სლოგანებით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.

მედიის სფეროს წარმომადგენლებმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა გააპროტესტეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაგმეს.

"უარს ვეუბნებით შერჩევით სამართალს. ვმართავთ სოლიდარობის აქციას. ეს არის დაუშვებელი, რომ მსგავს მუხლზე პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი თავდასხმა კვლავ განმეორდეს. ვფიქრობთ, რომ გირაო პატიმრობით უნდა ჩანაცვლდეს,"- განაცხადა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი წყალტუბოში, ზემო მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ოჯახში მივიდნენ.

შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. მოგვიანებით, ისინი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


ნანახია: 240-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„არა ოკუპაციას“, „ჟურნალისტები ოკუპაციის წინააღმდეგ“, „გამოვფხილზდეთ,“ - ამ სლოგანებით ქუთაისში, რეგიონული მედიის
აქციის მონაწილეებმა საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტი დაგმეს და განაცხადეს, რომ ისინი გმობენ მსოფლიოში განხორციელებულ
ჟურნალისტების აქცია 12:00 სააათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ამინდი