Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

თარიღი : 27-05-2019, 10:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში დღეს დროგამოშვებით იწვიმებს. მთლიანად საქართველოში, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, საქართველოს ზოგიერთ რაიონში - ელჭექთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით.

„ხვალ ნალექის ინტენსივობა მთელ საქართველოში იკლებს. დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი - სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ხვალ ისევ +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

29 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შეიძლება, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +30, +35 გრადუსიც იყოს კვირის განმავლობაში. ტემპერატურის კლება აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არ არის, კვირა იქნება შედარებით მდგრადი, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, ღამისა და საღამოს საათებში და მათ შორის, დედაქალაქშიც შესაძლოა, წვიმა იყოს მთელი კვირის განმავლობაში. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


ნანახია: 172-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზი.
აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
დღეს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 30-31 გრადუსი.
13 - 19 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში.

ამინდი