Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა ქართველ ერს,'-ხონის სოფელში ქუჩას 8 აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა

თარიღი : 26-05-2019, 23:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სოფელ ჩაის მეურნეობის სკოლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის მალხაზ აბაშიძის მემორიალური დაფა გახსნეს და ამავე სოფელში, ქუჩას 8 აგვისტოს ომის გმირის სახელი მიანიჭეს. ღონისძიებებს მალხაზ აბაშიძის მამა ილია აბაშიძე ესწრებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა გამოფენები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, სადაც სამხატვრო სკოლამ და ისტორიულმა მუზეუმმა დამთვალიერებელს საინტერესო ექსპოზიციები და ნამუშევრები წარუდგინეს და სპორტული ღონისძიებები საჭადრაკო სკოლაში, სადაც შაშსა და ნარდში ერთმანეთს ომის ვეტერანები ეჯიბრებოდნენ.

ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.

"თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდა ქართველ ერს და უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. პატივი მივაგოთ გმირ ქართველებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს და ყოველდღიური ცხოვრებით, საქმიანობით, არსებობით შევქმნათ უკეთესი მომავალი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ, რომ გაერთიანებულ, გაძლიერებულ საქართველოში გვეზეიმოს 26 მაისი,"- განაცხადა ხონის მერმა.


ნანახია: 341-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მერმა განმარტა, ხმა საქართველოს და ხონის უკეთეს მომავალს მისცა.

ამინდი