Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნა

თარიღი : 26-05-2019, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო. დღეს ეროვნული გმირის დაბადების დღეა. ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, საკრებულოს წევრებმა და ჩოხოსნებმა, მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მძიმე ტექნიკა იყო გამოფენილი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

ქალაქის ისტორიულ და ტურისტულ უბანში, 26 მაისთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 11:00-დან 18:00 საათამდე ღონისძიებებს მართავდა.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში შედგა სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

ღონისძიებები ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით გამართულმა გალა კონცერტმა დაასრულა.


ნანახია: 127-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძეგლის პატივგებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმართველობის
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში დილიდან დაიწყო.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ, მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკო.
26 მაისთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით 10-მდე კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით,

ამინდი