Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ მუქედის ერთ-ერთ ქუჩას ავღანეთში დაღუპული სამხედროს სახელი მიენიჭა

თარიღი : 25-05-2019, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის N4 ქუჩას და ამავე ქუჩის პირველ ჩიხს ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპული ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელი მიენიჭა.

ვანის მუნიციპლიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუქედში, ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპული ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელობის ქუჩა გახსნეს.

ლავროსი (ლაშა) ივანიაძე დაიბადა 1985 წლის 8 დეკემბერს, სწავლობდა მუქედის საჯარო სკოლაში,2002 წელს ჩაირიცხა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯში, საიდანაც გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2004 წლიდან გადავიდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, მსახურობდა ქუთაისის 33-ე ბატალიონში. 2007წელს სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ხოლო 2011 წლის 24 მაისს, ავღანეთში, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად.

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ვახთანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

მოგვიანებით მუნიციპალიტეტის მერმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო ლავროსი ივანიაძის საფლავი. გმირის საფლავზე მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა ლიტერატურულ- მხატვრული კომპოზიცია „ჩვენი დროის გმირები“, რომელიც აგებული იყო პოეტ ივანე კორძაძის და ამავე სოფლის მკვიდრის, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის მიხეილ დვალიშვილის პოეზიაზე.


ნანახია: 314-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
გარდაცვლილი 25 წლის სამხედრო, ზესტაფონის მუნიციპლალიტეტის სოფელ სანახშირეს მკვიდრია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული

ამინდი