Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სკოლის მოსწავლისთვის ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია,'- სკოლის დირექტორი 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედაზე

თარიღი : 24-05-2019, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებით, 16 წლის გოგონა, რომელსაც სოფელ აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ამ დრომდე სკოლის მოსწავლედ ირიცხება.

როგორც დირექტორმა „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა, გოგონა გამოცდებს ექსტერნად აბარებდა. ამასთან, დირექტორის მტკიცებით, მათი სკოლის მოსწავლისთვის „ფეხმძიმობა არ შეუმჩნევიათ“.

„გათხოვილი იყო თუ არა, ეს არ ფიქსირდება. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ის 2017 წელს გაიპარა სკოლიდან. ამის შესახებ მისმა ძმამ შემატყობინა, მითხრა, გაკვეთილებზე იყო, მაგრამ სახლში არ მოსულაო, ბუნებრივია, მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში, პოლიციასთან ჩვენს გასაუბრებას მისი დედაც ესწრებოდა და 2 დღეში გავიგეთ, რომ გაპარული იყო და გამოჩნდა. შემდეგ ამ საქმეს რა მსვლელობა მისცა პოლიციამ, ჩემთვის უცნობია, იმ ფაქტიდან რამდენიმე ხანში გამოჩნდა სკოლაშიც და ჩვეულებრივ დადიოდა”, - აცხადებს დირექტორი.

კითხვაზე, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ჰკითხეს, თუ არა, სად იყო, დირექტორი პასუხობს, რომ ეს უხერხულობას შექმნიდა, რის გამოც, ამასთან დაკავშირებით, ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

„ეს იმდენად უხერხულობის მომენტი იყო, ამაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაში იყო მისი გადადგმული ნაბიჯიდან გამომდინარე და მივიჩნევდით, რომ ზედმეტი კითხვის დასმა არ იყო საჭირო.

ჩვეულებრივ დადიოდა სკოლაში, ზოგჯერ 2 თვეში ერთხელ, გამოცდებსაც აბარებდა. კანონით, პირს რომ მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეს, ამისთვის 90 დღეზე მეტი უნდა ჰქონდეს გაცდენა, თუ 90 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოცხადდა სკოლაში, მაშინ ათვლა იწყება თავიდან. ამიტომ ის არ არღვევდა ამ 90 დღიან ვადას და პერიოდულად ცხადდებოდა სკოლაში.

ფეხმძიმობა არ შეგვიმჩნევია. ბავშვთან ერთადაც არასდროს გამოჩენილა სკოლაში”, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

ცნობისთვის, სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალებულ არასრულწლოვან დედას გუშინ, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დაკავებისას ჩადენილი დანაშაული აღიარა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა, პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლებით სარგებლობს.


ნანახია: 571-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი 30-ე სკოლაში დირექტორმა და მანდატურის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა.
მძაფრი სუნი სკოლაში მშენებარე კორპუსიდან იგრძნეს
როგორც სკოლის დირექტორი უშანგი ფხაკაძე აცხადებს, ნაცემი გოგონა სკოლიდან ბავშვთა სააავდმყოფოში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟით
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.

ამინდი