Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასაქმება ქუთაისში-დასუფთავების კომპანიის ვაკანსია ქალბატონებისათვის

topnews.com.ge
ქუთაისში არსებული დასუფთავების კომპანია "წკრიალა" აცხადებს ვაკანსიას ქალბატონებისათვის. კომპანია საუკეთესო პირობებით სამუშაოდ ეპატიჟება 25-დან 55 წლამდე ასაკის ქალბატონებს.

აუცილებელ მოთხოვნებს აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის ფლობა წარმოადგენს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიანთ მომსახურებას კერძო თუ იურიდიულ პირებს სთავაზობენ. „წკრიალას“ საქმიანობა მოიცავს კერძო საცხოვრებელი სახლების, ბინების, კორპუსების სადარბაზოების, ოფისებისა და საცხოვრებელი სახლების ეზოების დალაგება-დასუფთავებას.

„წკრიალას“ გუნდი იზრუნებს იმაზე, რომ მომხმარებლის დავალება მაქსიმალურად ზუსტად, ზედმიწევნით და ხარისხიანად შესრულდეს. ჩვენი მიზანია, ადამიანები „წკრიალას“ საქმიანობით კმაყოფილი დარჩნენ. იმისათვის, რომ თქვენი სახლი, ბინა თუ ოფისი სისუფთავისგან წკრიალებდეს, უბრალოდ დაგვირეკეთ და ჩვენ ვიზრუნებთ დავალების ხარისხიანად შესრულებაზე. დავეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომელთაც რემონტი ახლახანს დაასრულეს და დასუფთავებულ სახლში დროულად უნდათ გადასვლა. რაც შეეხება მომსახურების თანხებს, ფასები რა თქმა უნდა, ყველასთვის ხელმისაწვდომია,“- აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.

დამატებითი ინფორმაციისათვის კომპანიასთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტელეფონი: 598 800 041.


ნანახია: 325-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე წელია, რაც ქუთაისში სხვადასხვა ტიპის მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს.
კომპანიის სერვისებსა და გეგმებზე Topnews.com.ge-ს 'Effect Studio'-ს დაფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი ესაუბრა.
ქუთაისში, მრავალსარსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების უმრავლესობას საძირკველი დაზიანებული აქვს, რის გამოც კორპუსების მდგრადობას
როგორც გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციიდან ირკვევა, სამსახურმა გასულ წელს სხვადასხვა მიმართულებით შემდეგი 14 პროგრამა

ამინდი