Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი პლევმოცეფალია, თავის ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, თვალის კაკლის დაჟეჟილობა და ცხვირის ზედაპირული ტრავმა,'- რუსთავი ორის ჟურნალისტი კლინიკაში რჩება

თარიღი : 23-05-2019, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამაუწყებლო კომპნია "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტი დასავლეთ საქარტველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ინტერვენციულის მედიცინის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორის თამარ ჯანელიძის განცხადდებით, ჟურნალისტს მრავლობითი დაზიანება აქვს.

"პაციენტს აქვს ქალა ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა შესაბამის კვლევები, დაუდგინდა დიაგნოზი პლევმოცეფალია, თავის ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის ქვედა კიდის მოტეხილობა, თვალის კაკლის დაჟეჟილობა და ცხვირის ზედაპირული ტრავმა. ამჟამად მოთასებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებს, მდგომარეობა სტაბილურია,"-განაცხადა თამარ ჯანელიძემ.

"კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.


ნანახია: 340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ტოპნიუსს გოგონს მკურნალმა ექიმმა კობა კიკნაველიძემ განუცხადა, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა
ქვეითად მიმავალ ორ სპორტსმენს, ავტომანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ამინდი