Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

16 წლის გოგონა, რომელსაც ჩვილის მკვლელობას ედავებიან, წყალტუბოს ერთ-ერთი სოფლის მეთერთმეტე კლასში სწავლობდა

თარიღი : 23-05-2019, 10:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
16 წლის გოგონა, რომელსაც 7 თვის შვილის მკვლელობას ედავებიან, წყალტუბოს ერთ-ერთი სკოლის მეთერთმეტე კლასში ირიცხებოდა.

„აღაიანიდან წყალტუბოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. თუკი გაცდენები უგროვდებოდა, ექსტერნად აბარებდა გამოცდებს. როგორც დირექტორმა მითხრა, საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო. მისი დაქორწინების შესახებ სკოლამ ცხადია იცოდა. დირექტორმა მითხრა, რომ როგორც კი გოგონას ძმამ სკოლაში მოიტანა ამბავი მისი დაქორწინების შესახებ, სკოლამ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. მათ კი დირექტორს უთხრეს, რომ მშობლები ჩვენთან არიან და საქმის კურსში ვართო,"-ამბობს წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა არც სკოლიდან და არც სამედიცინო დაწესებულებიდან მოზარდის დაქორწინებისა და ორსულობის შესახებ: „გადავამოწმეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც და კასპის მუნიციპალიტეტშიც. არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდმა ადრეული ქორწინების ნიადაგზე სკოლაში სწავლა შეწყვიტა და შემდეგ დაფეხმძიმდა, ჩვენს სააგენტოში არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენი სოცმუშაკები არსებული ვითარების საქმის კურსში არ იყვნენ“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეს-სამსახურში.

ჩვილის მკვლელობაში დადანაშაულებული არასრულწლოვანი დედის ადვოკატის, ქეთევან გაგოევის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალი, სავარაუდოდ, გვიან საღამოს წარედგინება. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ის დაკავებულისათვის ყველა საჭირო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, მათ შორის, ექსპერტიზას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დაკავებული არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გასცემს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საქმის ძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა წარიმართოს.

მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ამ დანაშაულისათვის 13-დან 17 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, უფლებადამცველთა თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება.

შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. დედას შსს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ... საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”, - წერია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ 16 წლის გოგო რამდენიმე საათში თბილისში იპოვა და დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დედა შვილის მკვლელობას აღიარებს.


ნანახია: 732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე
topnews.com.ge შს სამინისტროს პრესამსახურს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურის თქმით, გამოძიება სსკ-ის 112 – ე მუხლით არის
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, გვიან ღამით, მოხუცის მომვლელმა მათ დაუძახა და უთხრა, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იპოვა.
გუშინ საღამოს კი სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა,რის შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს. დაკავებული ასევე ოფშკვითის
ქუთაისში, საფიჩხიუის უბნის ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ტოპნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან

ამინდი