Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მეთორმეტეკლასელი ბოლო ზარზე 'ჟიგულით' მივიდა

თარიღი : 21-05-2019, 08:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. თეთრ მაისურებში გამოწყობილმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ეს დღე სხვადასხვაგავარად აღნიშნეს. 

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საბა თოლორდავა სკოლაში თავისი განუყრელი მეგობრით, „ჟიგულით“ მივიდა. ეს ფაქტი ინტერნეტსივრცეში, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

„ვინ არის ამ „ჟიგულის“ მძღოლი, რომელმაც დღეს ინტერნეტსივრცე დაიპყრო?!
ვინ არის და ჩემი ძმის შვილი და მომავალში ოსკაროსანი მსახიობი საბა თოლორდავა. დღეს კი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.

ბოლო ზარზე თავისი განუყრელი მეგობრით, „ჟიგულით“ მივიდა და კაი დღეშიც ჩააგდო. მაგრამ დაუვიწყარი მოგონებებისთვის ღირს მსხვერპლის გაღება. დიდი ხალისი და ხიბლი დააკლდებოდა დღევანდელ დღეს საბჭოეთის გადმონაშთის გარეშე.

საბა, დღევანდელი დღის ნამდვილი გმირი ხარ. ასე გააგრძელე! 
შენი ხალისი და ხიბლი შეგეტანოს ყველგან, სადაც კი ფეხს შეაბიჯებ. წარმატებები ჩაგდგომოდეს კვალში და მწვერვალამდე მიეცილებინე.

შენს გულშემატკივართა დიდ არმიაში ვეწერები და ველი ავტოგრაფს,“ - წერს სოციალურ ქსელში საბას მამიდა, ჟურნალისტი ლელა თოლორდავა.


ნანახია: 3958-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლის მოსწავლეებმა ცხოვრების ამ ეტაპის დასრულება ერთმანეთს ტრადიციულად თეთრ მაისურებზე წარწერებით მიულოცეს და ცხოვრების ახალი
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
მოსწავლეების პროტესტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ტესტები, რომლებიც მათ დღეს დაურიგდათ, იმ ტესტების ანალოგი იყო, რომელიც გუშინ,

ამინდი