Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გამარჯვების ოლქი მაჟორიტარის ინიციატივით, 'ევროპის დღეებს' აღნიშნავს

თარიღი : 20-05-2019, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ევროპის დღეები 2019” -ს საკრებულოს წევრის ირაკლი შენგელიას სამაჟორიტარო ოლქი წელს პირველად აღნიშნავს. შენგელიას თქმით, საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

შენგელია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად “ევროპის დღეები 2019” სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. იგეგმება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შენობის ფასადზე ნატო-ევროკავშირი-საქართველოს თემაზე გრაფიტის მოხატვა და #18-ე საქალაქო ბიბლიოთეკაში საინფორმაციო კუთხის გახსნა.

"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - ჩვენი ქვეყნისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

სწორედ, ამიტომ ახალგაზრდული ცენტრის კედელზე გაკეთდება გრაფიტი თემაზე ნატო-ევროკავშირი-საქართველო და თითოეული გამვლელი ყოველდღიურად დაინახავს საქართველოს მისწრაფებას. ადგილობრივებს მინდა ყოველთვის ახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის მიზანი. მეტი ინფორმირებისთვის, ინფორმციის მარტივად ხელმისაწვდომობისთვის გაიხსნება მე-18 ბიბლიოთეკაში საინფორმაციო კუთხეც.

ინტეგრაციის გზაზე ჩვენ უკვე ბევრი ხელშესახები პრაქტიკული ბენეფიტები მივიღეთ. დღეს ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად აძლიერებს თანამშრომლობას შესაბამის სტრუქტურებთან და ჩვენს პარტნიორებეთან. აქ მცხოვრებლები კი მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ პრაქტიკულ ბენეფიტებს, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვიღებთ."- ამბობს ირაკლი შენგელია.

შეგახსენებთ, რომ “ევროპის დღეები 2019” -ის ფარგლებში პირველი ღონისძიება 16:00 საათზე გაიმართება მე-18 საჯარო ბიბლიოთეკაში. მეორე ღონსიძიება 17:00 საათზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან ჩატარდება.
დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ, ირაკლი შენგელია და ნატოსა და ვეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის არმომადგენელი იმერეთში, მარიკა ვაჭარაძე ერთობლივად დაარიგებენ ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ბროშურებს.

“ევროპის დღეები” წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის
პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა აღნიშნულ პროცესებში.


ნანახია: 231-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცერნტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს, ქუთაისის მერიის და ქალაქის
საინფორმაციო კამპანია ქვეყანის მაშტაბით 5 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ტარდება.
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე

ამინდი