Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელ პედაგოგს, რომელსაც სკოლაში მუშაობის 60-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, დაბადების დღე მიულოცეს

თარიღი : 20-05-2019, 14:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხარაგაულის ღვაწლმოსილ პედაგოგს, მერი გიორგიძეს, 80 წელი შეუსრულდა.

მშობლიურ სკოლაში მერი მასწავლებელს, საიუბილეო თარიღის მისალოცად მოუთმენლად ელოდებოდნენ ყველა თაობის მოსწავლეები.

იყო ძალიან ემოციური შეხვედრა და სიყვარულით სავსე ღონისძიება.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მერი გიორგიძემ, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში, თითქმის 60 წელი გაატარა და იგი, ახლაც, დიდი შემართებით და მოტივაციით აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას.

ხარაგაულის მერიის სახელით, ქალბატონ მერი გიორგიძეს საგანმანათლებლო სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობისთვის და მრავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

დღევანდელ შეხვედრას ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მერი გიორგიძის პირველი სადამრიგებლო კლასის მოსწავლე, იზა ვეფხვაძემ გაუწია ორგანიზება, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი, დღესაც, ისევე, როგორც წლების წინ, ყველა სპექტაკლზე მერი მასწავლებელს ისევ გაკვეთილს აბარებს.


ნანახია: 140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა პირველკლასელ მოსწავლეს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე დღის წინ მიაყენა.

ამინდი