Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეთუნეობის დაზგის აწყობა და თიხის ჭურჭელის დამზადების პროცესი, ნუცა ცისკარიშვილის ვორკშოპი ჯაჭვის პერანგის დამზადების შესახებ,'- მუზეუმების საერთაშორისო დღე წყალტუბოში

თარიღი : 20-05-2019, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
მუზეუმების საერთაშორისო დღეს წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა. აქცია „ღამე მუზეუმში“ 18 მაისს 21:00 საათიდან დაიწყო. ვიზიტორებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერეს.

ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელსაც წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით შეურთდა. სასიხარულოა, რომ აქცია -"მოდი ღამე მუზეუმში'' ყოველწლიურად მეტ ვიზიტორს უხმობს ჩვენი ეროვნული ფასეულობების საგანძურში, მადლობა მუზეუმის ყველა თანამშრომლებს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული შრომისა და ქვეყნის უანგარო სამსახურისთვის, გისურვებთ რომ მრავალი წლების შემდეგ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ღირსეულად გაეგრძელებით საქართველოს წარსულის, ტრადიციებისა და ადათ -წესების წარმოჩენისა და პოპულარიზაციის რთული და საპასუხისმგებლო საქმე,'' -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

მუზეუმში მოეწყო ნიკო ლორთქიფანიძის პირადი ნივთების, კულტურის სამინისტროს პროექტით რესტავრირებული ექსპონანტების, უნიკლაური ხელნაწერი წიგნების ფონდის და ხატმწერ - ოთარ შალიკიანის ნამუშევრების გამოფენები.

მიმდინარე წელს აქციაში „ღამე მუზეუმში“ სიახლე იყო მეთუნეობის დაზგის აწყობა და თიხის ჭურჭელის დამზადების პროცესი, ნუცა ცისკარიშვილის ვორკშოპი ჯაჭვის პერანგის დამზადების შესახებ და ოთარ იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვის“ დოკუმენტური ნაწილის ჩვენება, ასევე „გიორგობისთვის“ წყალტუბოელ მონაწილეებთან შეხვედრა.

აქცია "ღამე მუზეუმში ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრის'' ორგანიზებული კონცერტით დასრულდა.


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
ღონისძიებებში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერთო. ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა 9 ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებიც
კონფერენცია ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა გახსნეს.
წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უძველესი საეკლესიო ხატების და ხელნაწერთა გამოფენა მიმდინარეობს.

ამინდი