Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მკვდარი სულის' აღმოჩენის გამო, გოგი წულაიას მხარდამჭერი დააკავეს

თარიღი : 19-05-2019, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გოგი წულაიას წარმომადგენელი დაიჭირეს.

როგორც გოგი წულაიამ განაცხადა, "თავისუფალი საქართველოს" წევრი უბანზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სიაში აღმოჩენილი "მკვდარი სულის" გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

"მგონი ზესტაფონი ზუგდიდს ემსგვასება და დაიწყო არჩევნების გაყალბება. სვირში ჩვენმა წევრმა სიაში აღმოაჩინა მკვდარი სულები და გააპროტესტა, რასაც მოყვა დავა. ამიტომ მიმართეს უკიდურეს ზომას და დააკავეს. ჩვენმა წევრმაც დაარღვია, მას ჩემი ფოტოიანი მაისური ეცვა და ეს მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სპარტაკ კაპანაძე დარღვევებზე დაიწყო საუბარი. უბნებზე დაიწყო მოსყიდვა, დაშინება და დაშანტაჟება, განსაკუთრებით ჩემს პარტიაზე"-განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის დაკავებულ წევრ სპარტაკ კაპანაძეს ზესტაფონის სასამართლო პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.

გოგი წულაიას განცხადებით, მას მურუსიძის სასამართლოს იმედი არ აქვს. პარტიის წევრები სასამართლოსთან არიან შეკრებილი და დაკავებული გათავისულებას მოითხოვენ.

ზესტაფონში მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის.


ნანახია: 349-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს
წულაიას თქმით, ამ ეტაპზე პარტია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან საერთო კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.

ამინდი